აუდიტორული მომსახურება
ბიზნესის წარმატების საფუძველი ეფექტური და სწრაფი გადაწყეტილებებია, რომელიც ეფუძნება სააღრიცხვო მონაცემებს. შესაბამისად ბიზნესის ზრდასთან ერთად იზრდება სააღრიცხვო მონაცემების რაოდენობა და მნიშვნელოვანი ხდება მათი სანდოობა, რადგან იმატებს რისკები შეცდომების დაშვების. შესაბამისად მნიშვნელოვანია ფინანსური და საგადასახადო რისკების ეფექტური მართვა.
ჩვენი აუდიტის გუნდი შედგება გამოცდილი განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლებისგან, რომლებსაც გააჩნიათ საგადასახადო და აუდიტის მიმართულებით მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება, როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სექტორში. ჩვენ გთავაზობთ თქვენზე მორგებულ მომსახურეობას, როგორც საფინანსო, ასევე საგადასახადო აუდიტის მიმართულებით ჩვენი აუდიტის გუნდის წევრების მიერ.
პირველადი მონაცემების ფორმის შევსება
ამ ფორმის მეშვეობით ჩვენი გუნდის წევრები მიიღებენ მინიმალურ ინფორმაციას, რაც საჭიროა თქვენთან ეფექტური გასაუბრებისთვის.
ონლაინ გასაუბრება
ამ გასაუბრებაზე მივიღებთ და გავცვლით ინფორმაციას თქვენი საჭიროებების შესახებ. ონლაინ კონსულტაცია უფასოა.
საჭიროებათა ფორმის შევსება
იმისათვის, რომ მომზადდეს ჩვენი მხრიდან შეთავაზება, რაც მოიცავს სერვისის საფასურის დადგენას აუცილებელია თქვენგან დაზუსტებული ინფორმაციის მიღება.
შეთავაზების მიღება და ხელშეკრულება
ამ ეტაპზე თქვენ მიიღებთ სრულ შეთავაზებას და დასტურის შემთხვევაში ვაფორმებთ ხელშეკრულებას, სადაც თქვენთვის იწყება ჩვენი მომსახურების მიღება.
აუდიტორული მომსახურების გაწევა
აქ მიმდინარეობს აუდიტორული მომსახურების ყველა ტექნიკური და შინაარსობრივი პროცესი, რომელიც საჭიროა დასვკნის მოსამზადებლად და გადაწყვეტილებების გენერირებისთვის.
აუდიტორული დასკვნის მიღება
თქვენ მიიღებთ სრულ დასვკნას, სამოქმედო გეგმასა და გადაწყვეტილებებს ყველა აქტუალურ საკითხზე. ვაწერთ ხელს მიღება-ჩაბარების აქტზე.